Jobs.GE



დასახელება: ფინანსური რისკების ანდერაიტერი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რისკების ანდერაიტერის პოზიციაზე, ანდერაიტინგის, გადაზღვევისა და აქტუალური კვლევების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი, სრული განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული ანდერაიტინგის ჩატარება;
** პროდუქტების შექმნასა და მოდიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური რისკების პორტფელის მართვა;
** გადაზღვევის პროგრამის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გადამზღვეველებთან ურთიერთობა;
** გადაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგების პროცესის წარმართვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან/და ფინანსების სპეციალობით;
** საბანკო სფეროში, საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის შეფასების, ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა როგორც ვერბალურ, ასევე წერილობით დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური რისკების ანდერაიტერი"

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 24 ნოემბერი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი