Jobs.GE



დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

"გალერია თბილისში" "გუდვილის" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, მრავალ ფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"
სამუშაო გრაფიკი: 6 საათიანი ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში);
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 2017 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი