Jobs.GE



დასახელება: საგამომცემლო პროგრამის ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: GPBA
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას Frankurter Buchmesse 2018 - Guest of Honour - Georgia-ს საგამომცემლო პროგრამის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

დასახელება: Frankurter Buchmesse 2018 - Guest of Honour-Georgia-ს საგამომცემლო პროგრამის ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი
ანგარიშვალდებულია: აღმასრულებელი დირექტორის წინაშე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი / 11:00-19:00 საათამდე
ანაზღაურება: 1875 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება საჯარო და/ან კერძო სექტორში საერთაშორისო პროექტების მიმართულებით;
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (კანდიდატები გაივლიან ინგლისური ენის ცოდნის ტესტს), გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პროექტის მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა, პროექტის დაგეგმვა, შესრულება, განხილვა და აუდიტი;
** პროექტის მოთხოვნების საფუძვლიანი გააზრება, პროექტის მიმდინარეობის პროცესის მართვა, წარმატების ფაქტორების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი;
** ორგანიზაციული უნარები, პრიორიტეტების განსაზღვრა, ანალიტიკური აზროვნება და დროის მენეჯმენტი;
** ზეპირი, წერითი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოტივაცია და ინიციატივა;
** მყარი კავშირების დამყარების უნარი დონორ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და ასოციაციის წევრებთან;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** უპირატესობად ჩაითვლება ამ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 2018 წლის Frankfurter Buchmesse - Guest Of Honour - Georgia-ს საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში წარსადგენი ქართული სტენდების ტექნიკური დაგეგმვა და განხორციელება.
** 2018 წლის Frankfurter Buchmesse - Guest Of Honour - Georgia -ს საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის პროექტების კოორდინირება
** 2018 წლის Frankfurter Buchmesse - Guest Of Honour - Georgia -ს საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ბეჭდვითი პროდუქტების შინაარსის შექმნა და თანმდევი პროცესის კოორდინირება;
** წლის განმავლობაში გერმანიაში საქმიანი ვიზიტები და მასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება;
** ფინანსური მიმოხილვა, აუდიტი, აღრიცხვა და სხვა ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მოხდება ასოციაციის ფინანსურ მენეჯერთან შეთანხმებითა და ურთიერთთანამშრომლობის გზით;
** პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის მომზადება: ანგარიშები, ხელშეკრულებები, წერილები, ბრძანებები, ცნობები თუ სხვა;
** უშუალო კომუნიკაცია დონორებთან, წიგნის ბაზრობის მენეჯერებთან და ასოციაციის სხვა პარტნიორებთან;
** პროექტის შესრულების გრაფიკების კონტროლი, მონიტორინგი და დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ყველა მიზნისა და ხარისხის სტანდარტის დაკმაყოფილება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე info@gpba.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "Frankurter Buchmesse 2018 - Guest of Honour-Georgia-ს საგამომცემლო პროგრამის ტექნიკური მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 18:00 სთ.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი