Jobs.GE



დასახელება: დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი - ბათუმი, რუსთავი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმსა და რუსთავში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება;
** კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა;
** დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის ფაკულტეტს);
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ ელ. მისამართზე:

ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი) და სასურველი ქალაქი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 26 ნოემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი