Jobs.GE



დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Color2Georgia
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

კომპანია "Color2Georgia" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, "ისთ ფოინთის" მიმდებარედ.
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00; შაბათი 9:00-16:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

სამუშაოს აღწერა:

** შეკვეთის გაფორმება, სადისტრიბუციო ტვირთის დატვირთვა, დასაწყობება, კომპანიის ქსელში პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება;
** მისამართზე მისატანი პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** პოტენციური კლიენტების მოსაზიდად შესაბამისი გზების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების გაკეთება
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის გაცნობა
** მომხმარებელთა მოთხოვნილებების და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნების და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება
** კომპანიის ავტომანქანის ტექნიკური მხარის მუდმივი კონტროლი, სისუფთავის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გადაადგილება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება
** ასაკი: 23-დან 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი
** ქართული და რუსული ენების ცოდნა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@c2g.ge და მიუთითეთ ვაკანსია - "დისტრიბუტორი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი