Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Aspria Fitness
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

ქართულ-გერმანული კომპანია "Aspria Fitness" აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
** მარტივი ფინანსური რეპორტინგის წარმოება, მარაგების აღწერა და კონტროლი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
** საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასიამოვნო გარეგნობის გოგონა;
** სასურველია არამწეველი.
** მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები.

ანაზღაურება: შეთანხმებით - ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
სამუშაო საათები: 09:00-16:00 დილის ცვლა; 16:00-23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე). ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.
დამატებითი პირობა: ტრენინგი - 3კვირიდან 1 თვემდე; შემდგომი გამოსაცდელი ვადა - 1 თვე.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@aspria.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი