Jobs.GE



დასახელება: 1C პროგრამისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილებაში 1C პროგრამისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C პროგრამის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახალი ფუნქციონალის დანერგვა;
** სხვადასხვა არასტანდარტული ანგარიშგებების შედგენა, მონაცემების მრავლობითი დამუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
** 1С პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (1C 8.2/8.3 პლატფორმებზე);
** ტექ. დავალებებზე მუშაობის გამოცდილება;
** Web-სერვისების საფუძვლიანი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკურ-პროფესიული).

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: 2,000 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 26.11.2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "1C Programmer".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი