Jobs.GE



დასახელება: ადგილობრივი გადაზიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი გადაზიდვების (ლოჯისტიკის) მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მიმართულებების განსაზღვრა და მარშრუტების დაგეგმვა;
** დამკვეთთან ურთიერთობა, საქონლის უსაფრთხო მიწოდების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ავტოპარკის გამართულად მუშაობის ორგანიზება;
** პროდუქციის ადგილზე მიტანისას ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული დაფიქსირება.
** გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების დროული შეკეთების უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტის პროფილაქტიკური მომსახურებების ჩატარების უზრუნველყოფა;
** გადაზიდვის მონიტორინგი, რეპორტინგი და სტატუსების განახლება პროგრამულად;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა;
** Microsoft Windows, Office-ის პროგრამების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge | g.mosidze@alta.com.ge 2017 წლის 25 ნოემბრამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი