Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ფინანსური მონიტორინგის ბიურო
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

იურიდიული კომპანია, "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, შემდგომში დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18;00 -მდე
ანაზღაურება: ბონუსური (400-800 )(წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები)

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (Word, Excel)
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: pamagency2001@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი