Jobs.GE



დასახელება: ბრენდ მენეჯერი - საგურამო
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

სს "ქართული ლუდის კომპანია", ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს 3 ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საგურამოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის და მარკეტინგის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გამოცდილება გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე და საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტული ბრენდის მართვა
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
** ბრენდის განვითარების გეგმის ჩამოყალიბება
** ბრენდის გაყიდვების წახალისების გეგმების გაწერა
** ბრენდის მერჩენდაიზინგის და ფეისინგის გაგზავნა
** ეტიკეტის და ბოთლის დიზაინის კონცეფციის და ბრიფის შემქნა
** მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და ბიუჯეტირება
** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა
** პროდუქტის ფასების განსაზღვრა და კონტროლი მოგების მაქსიმიზირების მიზნით
** პროდუქტის გაყიდვის არხების ანალიზი და მონიტორინგი
** ახალი პროდუქტების მოძიება და მიზნობრივი ბაზრების შესწავლა
** რეპორტინგი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 24 ნოემბერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი