Jobs.GE



დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / განახლდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 158194-amboli-app-form.zip

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული საქონლის აღრიცხვა და დასაწყობება;
** საწყობში შემოსული საქონლის დალაგება;
** მიღებული საქონლის განაწილება.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@motorstar.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი