Jobs.GE



დასახელება: გუშაგი
მომწოდებელი: ელმავალმშენებელი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

სს "ელმავალმშენებელი" აცხადებს ვაკანსიას რეჟიმის და დაცვის სამსახურში გუშაგის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსულ ენაზე მეტყველების უნარი.

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

განსაკუთრებული პირობა: კანდიდატი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი ნორმატივების ჩაბარების შემთხვევაში.
შეზღუდვა: კანდიდატებად განიხილებიან მხოლოდ 22-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები.

ანაზღაურების ოდენობა: 350 ლარი.
სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ყოველ მესამე დღეს, 24 საათიანი მორიგეობით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ვაკანსიის მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება), შემდეგ მისამართზე: turkiatea@yahoo.com არაუგვიანეს 2017 წლის 30 ნოემბრისა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი