Jobs.GE



დასახელება: უფროსი მოლარე - ზუგდიდი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: უფროსი მოლარე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.11.2017
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ძირითადი მოვალეობები:

** მოლარის მიერ გატარების დაკვირვება, პროგრამული გატარების და მომხმარებლისთვის გაცემული საქონლის რეალური რაოდენობის შედარება
** მოლარის მიერ ამოღებული ჩეკის/ზედნადების და პროგრამული გატარების შემოწმება
** მაღაზიის მოლარეების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გადაცდენის შემთხვევაში დროული რეაგირება
** სალაროს დახურვის პროცესზე დასწრება, სალაროში არსებული თანხის დათვლა და მისი ინკასაცია სალაროდან სეიფში
** სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა
** იურიდიული პირებისთვის ზედნადების გამზადების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ზედნადების გამზადება/ამობეჭდვა
** სალაროდან თანხის ინკასაცია
** საჭიროების შემთხვევაში მოლარის მოვალეობის შესრულება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** მოწესრიგებულობა
** დეტალების მართვა
** რიცხვების ანალიზი
** მოთმინება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი