Jobs.GE



დასახელება: მოლარე - თბილისი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: მოლარე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.11.2017
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა
** სალარო აპარატის გამართულობის უზრუნველყოფა
** ფულის დაცულობის უზრუნველყოფა
** თაღლითობის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა და აღრიცხვა
** ფინანსური გადაცდენის შემთხვევაში მენეჯმენტის დროული ინფორმირება
** მაღაზიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** მოწესრიგებულობა
** დეტალების მართვა
** რიცხვების ანალიზი
** მოთმინება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი