Jobs.GE



დასახელება: ფილიალის მენეჯერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: მეგა მოლი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

კომპანია "megamall.ge" აცხაებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში.

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო და საბითუმო გაყიდვა. "megamall.ge" არის სწარაფად მზარდი კომპანია, რომელიც მოკლე დროში ჩამოყალიბდა სექტორის ლიდერ კომპანიად.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება (საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო გაყიდვები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურობა
** გადაწყვიტილების მიღების უნარი.

ძირითადი ფუნქციები:

** გუნდის მართვა და კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთის გაკეთება და ანალიზი მოთხოვნის შესაბამისად
** მაღაზიაში პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@megamall.ge და "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი