Jobs.GE



დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე 1 თვის ვადით.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ვალდებულებები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური და პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი