Jobs.GE



დასახელება: სოც.მედია მენეჯერი, ბუღალტერი, ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: goodbuild.ge
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

სამშენებლო და სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზია "goodbuild.ge" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. სოციალური მედია მენეჯერი

მოვალეობები:

** კომპანიის ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა
** Facebook გვერდის ადმინისტრირება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით
** უკვე ჩატარებული კამპანიების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება გაყიდვების ან მარკეტინგის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის შეგრძნება დაკისრებული მოვალოებების მიმართ
** კომუნიკაბელურობა
** კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დროის ეფექტრად გადანაწილებისა და მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გუნდს
** მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 600-დან 800 ლარამდე.

2. შესყიდვების/ლოჯისტიკის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო და სარემონტო მასალების მომწოდებლებთან ურთიერთობა
** ახალი მომწოდებლების მოძიება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** ნაშთების კონტროლი და გაყიდული პროდუქციის რაოდენობის ანალიზი
** ლოჯისტიკური არხების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის მიმართულებით, განსაკუთრებით მენეჯმენტისა და ფინანსების საკითხებში
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კორპორატიული მიმართულებით კომუნიკაციის გამოცდილება;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი,
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში
** კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის შეგრძნება დაკისრებული მოვალეობების მიმართ
** კომუნიკაბელურობა
** კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დროის ეფექტრად გადანაწილებისა და მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გუნდს
** ანაზღაურებას - როგორც ფიქსირებულს, ასევე ბონუსების სახით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 600-დან 800 ლარამდე.

3. ბუღალტერი

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციების შექმნა, აღრიცხვა და კონტროლი;
** სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ წარმოებულის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა და განხორციელება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
** პერიოდიული და არაგეგმიური ანგარიშგებების მომზადება;
** შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა

** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები; ბუღალტრული აღრიცხვა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა;
** საბუღალტრო აღრიცხვის და საოფისე პროგრამების ცოდნა; Oris, ასევე ექსელის და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის შეგრძნება დაკისრებული მოვალეობების მიმართ
** კომუნიკაბელურობა
** კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დროის ეფექტურად გადანაწილებისა და მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გუნდს
** მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 600-დან 800 ლარამდე.

საკონტაქტო ელფოსტა: info@goodbuild.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი