Jobs.GE



დასახელება: საწყობის მენეჯერი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge
სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, მითვლა, დასაწყობება
** საიტის მენეჯერებისთვის მასალების მიწოდების უზრუნველყოფა
** საწყობში მარაგების მართვა
** საწყობში აღწერების წარმოება
** საწყობში დისციპლინის და სისუფთავის კონტროლი
** საწყობის პროგრამაში მუშაობა
** მენეჯმენტთან რეპორტინგი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** სასურველია პროგრამა 1C-ის ცოდნა

საჭირო უნარები:

** ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** გამართული ანგარიშგების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge. გთხოვთ Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი