Jobs.GE



დასახელება: სერვისის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კატალოგის განვითარება და გამოყენების მონიტორინგი;
** მომსახურეობების შესრულების რაოდენობის და ფასის ანალიზი;
** SAP-დან სხვადასხვა ტიპის მონაცემის ამოღება, ანალიტიკა;
** ფასების კატალოგის დამუშავება, დანერგვა;
** სხვა პროექტებისთვის მონაცემთა დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიური და შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 30 ნოემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი