Jobs.GE



დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თერმა სერვისი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

კომპანია "თერმასერვისი" აცხადებს ვაკანსიას "ScentAir" ბრენდის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ამერიკული კომპანია "ScentAir" დღეს-დღეობით არის საუკეთესო საშუალება არომა მარკეტინგისთვის, რომელსაც ყავს 120-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალურად გაყიდვების 85% სწორედ მათ ეკუთვნით. (http://www.scentair.com | http://www.scentair.ge).

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზების შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის Web და Facebook გვერდების მართვა;
** კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** 0,5-2 წლამდე სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული და და განვითარებაზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთი საათი შესვენება);
** ლოკაცია: სულხან ცინცაძის #58 (საბურთალო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: saba@termaservice.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "კორპორატიული გაყიდვები მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი