Jobs.GE



დასახელება: მშენებლობის ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ

შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** პროექტების "პროგრეს რეპორტის" წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო-საიჟინრო კუთხით);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office + MS Primavera).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2017 წლის 1 დეკემბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი