Jobs.GE



დასახელება: ტენდერი მარილმჟავას, აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
თანდართული ფაილი: 158112-Application form.zip

სს ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/ 357
ბ) დანიშნულება: მარილმჟავა (30%), აზოტმჟავა 57%, გოგირდმჟავა 95%

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ 1 დღის ვადაში;
** აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ "ნატახტარშ"-ი, მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი ანალიზებისთვის.
** გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.
** წლიური რაოდენობები:

a. მარილმჟავა 30% -50 000 კგ
b. აზოტმჟავა 57% - 5000 კგ
c. გოგირდმჟავა 95% - 3500 კგ

მოცემული რაოდენობები არის მიახლოებითი და ლომისი არ იღებს ვალდებულებას სრულად შესყიდვაზე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 09.11.2017 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.11.2017 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ლექსო თოთაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი