Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ბი.აი.ჯი.
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ

მიკროსაფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, "ბი აი ჯი", 2008 წლიდან წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეების განვითარების მხარდაჭერას, მათზე მორგებული დაფინანსების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების გზით.

ბი აი ჯი გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: ადმინისტრაციული ასისტენტი / ზუგდიდი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 400 (ოთხასი) ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციების მიღება, გაგზავნა და დოკუმენტაციის აღრიცხვის სისტემის მართვა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, ფაილინგი და დაარქივება;
** მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** იგივე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: HR@big.com.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული ასისტენტი/ზუგდიდი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 1 დეკემბერი.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს მისო "ბი აი ჯი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო "ბი აი ჯი"-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს მისო "ბი აი ჯი"-მ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: HR@big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 950 950). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს მისო "ბი აი ჯი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ბი აი ჯი"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო "ბი აი ჯი"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი