Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ბი.აი.ჯი.
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ

მიკროსაფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია,"ბი აი ჯი", 2008 წლიდან წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეების განვითარების მხარდაჭერას, მათზე მორგებული დაფინანსების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების გზით.

"ბი აი ჯი" გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: მოლარე-ოპერატორი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** სესხის თანხის შემოტანისა და განაღდების ოპერაციების განხორციელება;
** ფულადი გზავნილების ოპერაციების განხორციელება;
** სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
** მომხმარებლის მომსახურება სტანდარტების შესაბამისად;
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია, ეკონომიკა, ფინანსები ან/და ტექნიკური მიმართულებები);
** რუსული ენის კარგად ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@big.com.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიცია და რეგიონი- "მოლარე-ოპერატორი - ზუგდიდი", რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 1 დეკემბერი.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს მისო ბი აი ჯი-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ბი აი ჯი-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს მისო ბი აი ჯი-მ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: HR@big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 950 950). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს მისო ბი აი ჯი-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ბი აი ჯი-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ბი აი ჯი-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი