Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დინ გრუპი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ

სამშენებლო კომპანია "დინ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Powerpoint) ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და კლიენტთა ბაზის გაზრდა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელება;
** შეკვეთის მიღება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან.
** პოზიციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებლთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი
** კომუნიკაბელური და მიზანდასახული
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ხელფასი: ფიქსირებული+ბონუსი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: M.buiglishvili@dingroup.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი" ან "Sales Manager". ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე CV არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი