Jobs.GE



დასახელება: ლიდერთა სკოლა სტრასბურგში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ

ევროპის აკადემიური ცენტრი - გაცვლითი პროგრამები ‎საშობაო ლიდერთა სკოლა სკოლის მოსწავლეებისათვის.

აჭარის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეებს ვიწვევთ ლიდერთა სკოლა სტრასბურგში.

პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ხასიათის ვიზიტებს ევროკავშირის უწყებებში, ახალგაზრდულ ცენტრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პროექტის განხორციელების თარიღი - 2017 წლის 18-23 დეკემბერი

ქართველი ახალგაზრდები და პროფესიონალები მოისმენენ სემინარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის მუშაობის სპეციფიკა, ევროპის უმაღლესი ორგანიზაციების როლი და ფუნქციები. შეხვდებიან ექპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაგეგმავენ მომავალი თანამშრომლობის გზებს.

პროგრამის მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან საშობაო ღონისძიებებში ქ. სტრასბურგში
მონაწილეობის საფასური შეადგენს 777 ევროს

საფასურში შედის:

** საცხოვრებელი აპარტამენტში
** ავიაბილეთი
** ერთ დღიანი ქალაქის ტური გერმანიაში
** სამოგზაურო დაზღვევა
** ვიზიტები ევროპის უმაღლეს ორგანოებში
** სტრასბურგში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობა
** გემის ტური სტრასბურგში
** პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი
** გამგზავრებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტირება.

ჯგუფს ხელმძღვანელობს ევროპული ცენტრის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრები ითარგმნება ქართულ ენაზე.
მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა (12 წლიდან) და სტუდენტებს.
ფასები განახლებადია. გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/rquWoh ან დაგვიკავშირდით დაჯავშნისთვის: ევროპის აკადემიური ცენტრი

ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა, (სართული 1)
ტელ: 0422 293 293, 514 44 27 27, 574 334 777

თბილისი, კოსტავას N67.
ტელ: 032 2 14 72 70; 593575325; 599334700.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი