Jobs.GE



დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: გემორჩეული
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე

საინვესტიციო კომპანია "DotGreen Investments" 2016 წელს შეიქმნა და ორიენტირებულია ისეთ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას საქართველოში.

აგროპროდუქტების მაღაზიათა ქსელი "გემორჩეული" პირველი პროექტია, რომელიც "DotGreen Investments"-მა განახორციელა. "გემორჩეული" ურბანულ ზონებში მცხოვრებ მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხის აგროპროდუქტს პირდაპირ ფერმერებისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს: http://www.dotgreen.ge და და ფეისბუქის გვერდს: https://business.facebook.com/rcheuligemo/

მაღაზიათა ქსელი "გემორჩეული" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით;
** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, პროდუქტის არჩევა, შეფუთვა, აწონვა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის / პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვისის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება მაღაზიის მენეჯერთან;
** პროდუქტის სწორად განლაგება თაროებზე და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** მარაგის კონტროლი თაროებსა და საწყობში;
** თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის რეგულარული კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ახალი პროდუქტით შევსება და/ან არასაჭირო პროდუქტისგან გათავისუფლება;
** სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი СV შემდეგ მისამართზე: hr@dotgreen.ge 2017 წლის 25 ნოემბრამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი