Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის (მწონავი) თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა;
** მომხმარებლისათვის გაცნობა;
** აქციის პირობების ახსნა მომხმარებლისათვის
** დახლზე განთავსებული პროდუქციის მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა(პროდუქტის აწონვა)
** უზრუნველყოს პროდუქტით საკანფეტის შევსება
** მომხმარებლის მოზიდვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შესაბამის სფეროში გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დინამიურობა და ინიციატივიანობა;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო დრო: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით - 14:00 საათიდან 20 :00 საათამდე
** დასვენების დღე: ორშაბათი
** ანაზღაურება: 300-350 ლარი

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს 24.11.2017

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი