Jobs.GE



დასახელება: სტაჟიორი, აღმასრულებლის თანაშემწე
მომწოდებელი: კერძო სააღსრულებო ბიურო
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე

კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. სტაჟიორი

ფუნქციები:

** სპეციალურ პროგრამაში მუშაობა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება.
** ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის ადმინისტრირება.
** აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება.
** აღმასრულებლის მიერ გადაცემული საქმეების ნუსხაზე ზედამხედველობა.
** აღმასრულებლის საქმიანი კორესპონდენციის მართვა. საქმიანი წერილების მიღება-გაგზავნა.
** აღმასრულებლის დავალებით მიმართვების, სხვა დოკუმენტების შედგენა.
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, მესამე პირებთან ურთიერთობა და მათთვის მიმართულების მიცემა.
** მესამე პირების მიერ დაწერილ განცხადებაზე რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** აღმასრულებლის არყოფნის შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის ჩაწერა და უზრუნველყოფა შეტყობინების შინაარსის მისთვის დროულად გადაცემაზე.

უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატს.

2. აღმასრულებლის თანაშემწე - გარე კადრი

ფუნქციები:

** აღმასრულებლის საქმიანი კორესპონდენციის მართვა. საქმიანი წერილების ადრესატისთვის ჩაბარება.
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და მათთვის მიმართულების მიცემა.
** ინფორმაციის მოძიება და მესამე პირებთან ურთიერთობა.
** აღმასრულებლის არყოფნის შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის ჩაწერა და შეტყობინების შინაარსის მისთვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა.
** აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება.
** აღმასრულებელთან ერთად თბილისსა და რეგიონებში სამუშაო ვიზიტის განხორციელება.

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა
** "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - კარგი ცოდნა
** Microsoft Office Excel - კარგი ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
** საკონტაქტო ინფორმაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (+ფოტო) ელფოსტაზე: agmasrulebeli@gmail.com და "subject" გრაფაში მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე გსურთ განცხადების შემოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ტელ: 574 717871.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 ნოემბერი, 2017 წ.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი