Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სოლო ელევატორი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ

ლიფტებისა და ამწე საშუალებების კომპანია "სოლო ელევატორ"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება
** პროდუქტის პრეზენტაცია, პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების პროცესის მართვა და შესაბამისი ანგარიშების/ანალიზის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, PowerPoint, Excel);
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება და ლოგიკურად მსჯელობის უნარი;
** გამართული საუბრის მანერა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული/ყოველთვიური 1,200 ლარი და ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levbregvadze@gmail.com და "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი