Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს მიღებას 24 საათიანი რეჟიმით მომუშავე სერვისცენტრში, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

24 საათიანი სამუშაო რეჟიმი გულისხმობს დღის და ღამის ცვლებში მორიგეობას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** აუცილებელია ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა 2017 წლის 23 ნოემბრის 18:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ მისამართზე: career@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი