Jobs.GE



დასახელება: იმპორტის და ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 28 ნოე

კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჩვენთან მუშაობენ საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტის პროცესებში მონაწილეობა, ლოჯისტიკური ციკლის კონტროლი, საბუთების შემოწმება, მომწოდებლებთან ურთიერთობა
** პროდუქციის ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, ოპტიმალური ვარიანტების მოძიება
** შესყიდული პროდუქციის დატვირთვისა და მიღების პროცესების კონტროლი
** იმპორტირებულ პროდუქციაზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საქონლის საბაჟო დეკლარირება
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა
** უცხოელ მომწოდებლებთან მიმიმოწერა
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელი კომპანიების შერჩევაში და მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** სავალდებულოა იმპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების პროგრამა "ASYCUDA World"-ში (e-Customs) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 ნოემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი