Jobs.GE



დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

პოზიციის დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა).

კატეგორია: სტაჟირება
თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 3
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** სისხლის სამართლის, ანტიკორუფციულ და "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) საკითხებზე მუშაობა;
** სისხლის სამართლის რეფორმის საბჭოს სამდივნოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება;
** უწყებათაშორისი კომუნიკაცია;
** დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრი ან ამავე პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (მინიმუმ, B2 დონე);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.

საკონკურსო თემატიკა:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს შრომის კოდექსი";
** "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება";
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
** ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
** გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
** საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული "ღია მმართველობის პარტნიორობის" საქართველოს სამოქმედო გეგმა;
** საქართველოს მთავრობის განკარგულება "ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ";
** "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სახელმძღვანელო წესები;
** საერთაშორისო ინიციატივა "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) http://www.opengovpartnership.org/;
** ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;
** ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN) http://www.oecd.org;
** "აღმოსავლეთის პარტნიორობა" (EaP) http://www.coe.int/t/dgap/eap-facility.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: სტაჟირების კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.

** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან);
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;

საკონკურსო ეტაპები: განაცხადების გადარჩევა, წერითი დავალება (პროფესიული დავალება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ინტელექტის ტესტი, ზოგადი უნარების ტესტი, ქართული ენის ტესტი) ან/და გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 21 ნოემბრის ჩათვლით. ამასთან, მიუთითოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი