Jobs.GE



დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ

საგზაო სამშენებლო კომპაია "ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაწყებამდე შესყიდვების გეგმის შემუშავება, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
** ფასების მოკვლევა, მომწოდებლებთან ურთიერთობების განვითარება სასურველი პირობების მიღწევის მიზნით;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზების განვითარება პროდუქტების, რეგიონების, პარტნიორობის პირობების და სხვადასხვა ჭრილში, ბაზების მუდმივი განახლება;
** შესყიდული ფასეულობების შედარება გახარჯულთან და ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა, დოკუმენტალური აღრიცხვა;
** თითოეულ პროექტზე მასალების და სხვა ფასეულობების ჩართვის და მიწოდების დეტალური გეგმების მართვა;
** პროექტების მიმდინარეობისას შესყიდვების განხორცელება გეგმის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება და გადარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა ბუღალტერიასთან კოორდინაციით;
** საწყობში შესაბამისი დოკუმენტების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა, ფასეულობების მიღებისა და გატანის დეტალური აღრიცხვა;
** პერიოდული აღწერების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება;
** პროექტების გეგმისა და ბიუჯეტის ცვლილების შემთხვევებში სამუშაოების გადაგეგმვა დროულად;
** შესყიდვების განხორციელებაში მოსალოდნელი ან წარმოქმნილი პრობლემების დროული კომუნიკაცია, რამაც შესაძლოა პროექტების განხორციელება შეაფერხოს და რეაგირების გზების შეთავაზება;
** შესყიდვების მიმართულებით განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების ინიციატივების დაყენება ხელმძღვანელთან;
** პარტნიორ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
** მის წინაშე დასახული მიზნის მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად წინადადებების ინიცირება და განხორციელების ორგანიზება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (საგზაო-სამშენებლო კომპანიაში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება.
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** ორგანიზებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.jeugroup@gmail.com 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი