Jobs.GE



დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ

"რედიქსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციების წარმოება-აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** პერიოდიული და არაგეგმიური ანგარიშგებების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური კონტროლი;
** მიმდინარე ხარჯების კონტროლი და საოპერაციო დეპარტამენტთან ერთად ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა.
** აქტივების აღწერა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია, შემდგომი ინვენტარიზაციის ჩატარება, აღრიცხვიანობა და კონტროლი;
** ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
** ნაღდი ფულის ყოველდღიური მიმოქცევის, კრედიტორული და დებიტორული დავალიანების კონტროლი, საბანკო გადარიცხვები;
** ხელფასების გამოთვლა;
** საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება; სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს შემდეგი წიგნები: F2, F3, F6
** აღნიშნულ პოზიციაზე 5 წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების ბიზნესში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
** საბუღალტრო აღრიცხვის და საოფისე პროგრამების ცოდნა: Oris , ექსელის და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** მოლაპარაკებების და მეილინგის კარგი უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: vacancy@redix.ge 2017 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი