Jobs.GE



დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: კერძო აფთიაქი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

კერძო აფთიაქი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** სადაზღვევო რეცეპტების მომსახურება;
** სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება;
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: alars@client.jobs.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი