Jobs.GE



დასახელება: ტენდერი არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე
თანდართული ფაილი: 157977-cenn-tender-dumps.zip

ტენდერი არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვაზე
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II პროგრამის ფარგლებში


პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II აცხადებს ტენდერს სამი არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ერგე, ქვედა ჭარნალი და ზედა ჭარნალი.

პროგრამის შესახებ:

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

WMTR II პროგრამა მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.-სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

** ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება
** ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება
** გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება
** საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ერგე, ქვედა ჭარნალი და ზედა ჭარნალი არალეგალური ნაგავაყრელების დახურვა და დახურვის ფარგლებში შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

** ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების ხელით დამუშავება (I კატ. გრუნტის);
** ნაგავსაყრელის ტერიტორიის საბოლოო, დამატებითი გაწმენდა წვრილი ფრაქციის ნარჩენებისაგან, ხელით (პ.1-ით გათვალისწინებული ნარჩენების მასის გამოტანის შემდეგ);
** ნარჩენების გადატანა ხელის საზიდარებით, 20 მ მანძილზე, გროვებში განთავსებით, შემდგომი დატვირთვისათვის;
** გროვებში განთავსებული ნარჩენების (I კატ. გრუნტი) დამუშავება და დატვირთვა ნაგავსაყრელზე ავტოთვითმცლელებზე, ექსკავატორით პნევმო-სვლაზე (ჩამჩის მოც. 0.15კუბ.მ.)

წარდგენილი ძირითადი მოთხოვნები:

** შრომითი უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების დაცვა (მათ შორის, სპეციალური ტანსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება სამუშაოების მიმდინარეობის დროს);
** კარგად ხილვადი ნიშნის დამონტაჟება ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მითითებული იქნება შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლითაც დაინტერესებული პირი შეძლებს საჩივრების შემთხვევაში კომპანიასთან დაკავშირებას;
** შეგროვებული ნარჩენის სრული აღრიცხვა;
** სამუშაო პერიმეტრის გზის მორწყვა მტვრის ეფექტის შემცირების მიზნით;
** ნარჩენების შეგროვების დროს მწვანე ნარგავების დაზიანების პრევენცია;
** ნაგავმზიდების გადაადგილება არაუმეტეს 5კმ/სთ სიჩქარით;
** ყველა სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში მუშაობა (ზეთების დაღვრის პრევენცია);
** სამუშაო პროცესის მიმდინარეობის ხარისხის შეფასებისათვის ფოტო-ვიდეო გადაღება და სამუშაოს დასრულების შემდგომ ანგარიშის წარმოდგენა;
** სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტოთვითმცლელების და პნევმოთვლიანი ექსკავატორების (ჩამჩის მოცულობით 0,15 კუბ.მ.) არსებობა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დანართები.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
** შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (თანდართული დანართების ფორმაში);
** სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადა;
** განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასაწარმო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: shorena.ebanoidze@cenn.org ან წარმოადგინონ ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27, 2017 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

** მომსახურების ფასი;
** მომსახურების დრო;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი