Jobs.GE



დასახელება: საკონდიტროს დემი-შეფი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

"აჭარა ჯგუფმა" ხუთი წლის წინ ქართული ბრენდი - "Rooms Hotels" დააარსა, რომლის წარმატებამ ავტორებს კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდის - "სტამბას", შექმნა გადააწყვეტინა. კომპანიამ თბილისის ცენტრში მდებარე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. "სტამბა" 2017 წლიდან ნაწილობრივ გაიხსნება. დეკემბრიდან მხოლოდ 42 ოთახი, კაზინო და რესტორანი იქნება, ხოლო დანარჩენი სართულები, აუზი და შოკოლატერია ეტაპობრივად დაემატება. საბოლოო ჯამში, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება. სტამბის ძველი შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და დედაქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წელს და ეძებს შესაბამის კანდიდატს საკონდიტროს დემი-შეფის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: საკონდიტროს დემი-შეფი;
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი;
მოახსენებს: საკონდიტროს შეფ დე პარტიეს/შეფ-მზარეულს

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება საკონდიტრო მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს და მორთოს ყველა დესერტი არსებული სტანდარტული რეცეპტების მიხედვით;
** შეასრულოს ყველა საკონდიტრო შეკვეთა ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით;
** გააწყოს და განაახლოს ბუფეტზე არსებული საკონდიტრო ნაწარმი ბანკეტების დროს;
** დახმარება გაუწიოს საკონდიტროს შეფ დე პარტიეს და შეფ-მზარეულს;
** უზრუნველყოს საკონდიტროს მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ოპტიმალური სასაწყობე რაოდენობა;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** აქტიურად ჩაერთოს ახალი რეცეპტების შექმნაში;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათი რეზიუმეში ნებაყოფლობითია) 2017 წლის 7 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი