Jobs.GE



დასახელება: ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.

განყოფილება: სერვისის განყოფილება

სამუშაო მოვალეობები:

** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ახალი აპარატის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა;
** ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის ოპერატიული აღმოფხვრა;
** ტექნიკური ხარვეზების მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება
** აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა);
** ტერმინალის განსათავსებლად შერჩეულ ადგილის შესწავლა/მომზადება ტერმინალის განსათავსებლად;
** აპარატის ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი;
** ტერმინალზე პროფილაქტიკური/გაწმენდვითი სამუშაოების ჩატარება (ტერმინალის შემოწმება, ვიზუალურად მოწესრიგება);
** ნაწილების და სახარჯი მასალების საჭირო მარაგის განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
** ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

** კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** ვინდოუსის და ლინუქსის დაწყებით დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალური;

გთხოვთ, არაუგვიანეს 22 ნოემბრისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcpay.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი