Jobs.GE



დასახელება: რეკრუტირების მენეჯერი/ინტერვიუერი - რეგიონები
მომწოდებელი: კვლევითი კომპანია
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე

კვლევითი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მხოლოდ ქალბატონებისთვის, რეკრუტირების მენეჯერის/ინტერვიუერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი.

ფუნქციები-მოვალეობები:

** საკვლევ არეალში (ქალაქად და სოფლად) ინტერვიუების ჩატარება;
** რესპონდენტების რეკრუტირება;
** სათაო ოფისში ანგარიშების წარდგენა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-45 წ.;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსულის ცოდნა სასურველია;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტაცია.

სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად!

პირობები:

** 1 თვე გამოსაცდელი ვადა;
** ანაზღაურება: გამომუშავების მიხედვით (შესრულებული სამუშაოს შესაბამისად)
** სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: tvree.co@client.jobs.ge არაუგვიანეს 2017 წლის 22 ნოემბრისა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პოტენციური კადრი განიხილება ინდივიდუალურად, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის მიხედვით.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ქალაქ თბილისში ჩაუტარდებათ უფასო ტრენინგი.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი