Jobs.GE



დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ჯო ენის სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მომართვის დროს პაციენტს მიაწოდოს დეტალურ ინფორმაცია და უპასუხოს პაციენტის ყველა შეკითხვას. გააცნოს პაციენტს ან/და მის ახლობლებს კლინიკაში არსებული ყველა სტანდარტი (მანიპულაციის წინ საჭირო დოკუმენტაციაზე ხელმოწერის აუცილებლობა, გადახდის მეთოდები, დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში თანაგადახდის პირობები და სხვა );
** დაარეგისტრიროს კლინიკის სტაციონარში შემოსული ყველა პაციენტი, გეგმიური თუ ურგენტული
** პაციენტთან გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამისი სქემის მიხედვით და დააფიქსიროს ისტორიაში.
** საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ბენეფიციარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად საჭიროების შემთხვევაში და უკავშირდეს "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" ცხელ ხაზს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია.
** "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების შესახებ შეტყობინება განახორციელოს "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" შესაბამის ვებ-გვერდზე.
** დაზღვეული პაციენტების შემთხვევაში დატოვოს შეტყობინება სადაზღვევო კომპანიაში პაციენტის შემოსვლის დროს, ყოველი დამატებითი სამედიცინო მომსახურება შეათანხმოს სადაზღვევო კომპანიასთან და განახორცილოს შეტყობინება.
** თვის ბოლოს ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ცხრილებში ასახვა, შესაბამისი პროგრამების გათვალისწინებით
** გაწერილი პაციენტის სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში გატარება.
** სტაციონარში შემოსულ სატელეფონო ზარებზე 24 საათის განმავლობაში პასუხის გაცემა.
** სამუშაო დღეებში 17:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მოლარის ფუნქციის შეთავსება,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამედიცინო განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ - ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** მიღებული დავალებებისა და მითითებების ზედმიწევნით შესრულება;

გასაუბრებით შერჩეული კადრები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2017 წლის 8 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ СV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvs@caucasus.net



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი