Jobs.GE



დასახელება: კონსულტანტი - გორი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

"ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: გორი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 20-35 წ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19;00, კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული (დარიცხული) 500 ლარი + 3 თვის შემდეგ ბონუსი .

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: Hr@geminioptics.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მაღაზიის კონსულტანტი).

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი