Jobs.GE



დასახელება: ზამთრის სკოლა ბაკურიანში
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს ზამთრის სკოლას ბაკურიანში თემაზე: "უახლესი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში - შედარებით-სამართლებრივი ანალიზი".

განსახილველი თემატიკა:

** სქესობრივი დანაშაულების ახლებური მოწესრიგება;
** სტამბულის კონვენცია ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასთან მიმართებაში;
** ახალი შემადგენლობების (მაგ: ადევნება) შემოღება.

ზამთრის სკოლა ჩატარდება 2018 წლის 15-16-17 დეკემბერს, ბაკურიანში, სასტუმრო ვილაპარკში.
სკოლა სრულად ანაზღაურებს მონაწილეების სასტუმროს და კვების ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის/სკოლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს.

სულ შეირჩევა 20-21 მონაწილე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV
** სამოტივაციო წერილი
** დეტალური ამონაწერი სტუდენტის აკადემიური ბარათიდან

სარეგისტრაციო საფასურია 25 ლარი, რომელიც გადახდილ უნდა იქნას მონაწილის მიერ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ნოემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია იგზავნება ელექტრონულად შემდეგ მეილზე: institute.criminallaw@gmail.com

კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 4 დეკემბრამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი