Jobs.GE



დასახელება: ტენდერი სერვერის შეძენაზე
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
თანდართული ფაილი: 157921-aldagi.zip

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" გიწვევთ სერვერის შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

** პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა.
** სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
** საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
** საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება: 08.11.2017
სატენდერო წინადადებების მიღება: 20.11.2017
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 25.11.2017
ხელშეკრულების გაფორმება: 30.11.2017

გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი დანართები.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი