Jobs.GE



დასახელება: VoIP ინსტალატორი
მომწოდებელი: იუ თი ესი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

სატელეკომუნიკაციო კომპანია "იუ თი ეს" აცხადებს ვაკანსიას VoIP ინსტალატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-დან 18:30-მდე

მოვალეობები:

** ახალი აბონენტების IP ტელეფონების ინსტალაცია და კონფიგურაცია
** არსებული აბონენტების პრობლემების აღმოფხვრა

რეკომენდირებული კვალიფიკაცია და უნარები:

** განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული ტექნიკის საფუძვლიანი ცოდნა.
** TCP/IP - პროტოკოლის საწყისების ცოდნა (IP მისამართები, TCP/UDP პროტოკოლები, პორტები)
** რეკომენდირებულია VoIP ტექნოლოგიის საწყისების ცოდნა.
** მცირე ან საშუალო სირთულის ქსელის აწყობის უნარი.
** ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა - Microsoft Windows.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა.
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა.
** გუნდში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** 600-დან 800 ლარამდე
** სადაზღვეო პაკეტი
** უფასო ტრეინინგები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: info@uts.ge

გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ subject: VoIP ინსტალატორი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი