Jobs.GE



დასახელება: სასწავლო პროგრამა ინტეგრაციულ ფსიქოთერაპიაში
მომწოდებელი: დენდრონი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

ინსტიტუტი "დენდრონი" გიწვევთ საერთაშორისო EAP (ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია) აკრედიტირებულ ოთხ წლიან ფსიქოთერაპიის შემსწავლელ პროგრამაზე.

კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, კლინიკურ ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის და ექიმებისთვის, ჰუმანიტარული და სოციალური დარგის მუშაკებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც აქვთ საბაზისო უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო და სხვა სფეროში, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

კურსის გავლა შესაძლებელია სამსახურისგან მოუწყვეტლად, ჯგუფისთვის ოპტიმალური დროის შეთავაზებით.
კურსზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
სასწავლო ენა - ქართული და რუსული.
სწავლის ღირებულება ( წლიური ) - 3200 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად).

რეგისტრაცია: http://www.dendroni.ge/ka/registracia

კურსის დასრულების შემდეგ:

მიიღებთ ახალ ცოდნებსა და გამოცდილებებს ფსიქოთერაპიის ყველაზე აქტუალურ და ეფექტურ მიმართულებებში. თქვენ შეძლებთ კლიენტის დახმარებას მაქსიმალურად ეფექტურად და ეკოლოგიურად, რაც აუცილებლად აისახება თქვენს პროფესიულ და ფინანსურ წარმატებაზე, შეძლებთ გაერკვეთ საკუთარ მოტივაციებში, კონფლიქტებსა და ღირებულებებში, რაც დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებსა და პიროვნულ ზრდაში. აიმაღლებთ ზოგად წარმოდგენებს, გაიფართოვეთ წარმოდგენებს ადამიანთა შესაძლებლობებზე, სუსტ და ძლიერ მხარეებზე, ფსიქოლოგიური დახმარების საზღვრებზე და პიროვნების პასუხისმგებლობაზე საკუთარი ცხოვრების, მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში. მიიღებთ ორ ენოვან (ქართული, ინგლისური) სერთიფიკატს.

პროგრამის სრული აღწერა:

** თეორია - 800სთ
** სუპერვიზია - 150სთ
** პირადი თერაპია (ჯგუფური, ინდივიდუალური) - 250სთ
** პრაქტიკა ფსიქო-სოციალურ სერვისში - 300სთ

I წელი/თეორია - 205სთ:

ა) სასწავლო პროცესი - 123სთ:

** ცვლილებების თეორიები - 9სთ (ნ. ვლასოვი)
** ფსიქოდიაგნოსტიკა - 18სთ (ნ. ვლასოვი)
** ზოგადი ფსიქოთერაპია - 15სთ (ნ. ვლასოვი) ; 15სთ (მ. ბეგაშვილი) ; 15სთ (ე. ფლიპოვიჩი)
** ფსიქოპათოლოგია და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - 12 სთ (ლ. ნატრიაშვილი)
** ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგია - 15სთ (ნ. კობახიძე)
** პიროვნების ფსიქოლოგია - 15სთ (ნ. კობახიძე)
** ფსიქოთერაპია და ეთიკა - 9სთ (ე. ფილიპოვიჩი; მ. ბეგაშვილი)

ბ) ლიტერატურაზე მუშაობა - 82სთ:

** სუპერვიზია - 36სთ
** პირადი თერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 40სთ
** პრაქტიკა ფსიქო-სოციალურ სერვისში - 50სთ

II წელი/თეორია - 205 სთ:

ა) სასწავლო პროცესი - 124 სთ:

** ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია - 42სთ (ნ.ვლასოვი)
** ფსიქოსინთეზი - 14სთ (ლ.არღვლიანი)
** ფსიქოსინთეზი - 14სთ (მ. ბეგაშვილი)
** ფსიქოსინთეზი - 14სთ (ე. ფილიპოვიჩი)
** გეშტალტთერაპია - 22სთ (ნ. კობახიძე)

ბ) ლიტერატურაზე მუშაობა - 81სთ:

** სუპერვიზია - 36სთ
** პირადი თერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 70სთ
** პრაქტიკა ფსიქო-სოციალურ სერვისში - 50სთ

III წელი/თეორია - 195 სთ:

ა) სასწავლო პროცესი - 124 სთ:

** ტრანზაქტული ანალიზი - 20 სთ (ნ. ვლასოვი)
** ტრანზაქტული ანალიზი - 20 სთ (ე. ფილიპოვიჩი)
** NLP - 21 სთ (ნ. ვლასოვი)
** NLP - 21 სთ (მ. ბეგაშვილი)
** კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია - 22 სთ (ნ. ვლასოვი)
** კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია - 20 სთ (ნ. კობახიძე)

ბ) ლიტერატურაზე მუშაობა - 71 სთ:

** სუპერვიზია - 39 სთ
** პირადი თერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 70 სთ
** პრაქტიკა ფსიქო-სოციალურ სერვისში - 100 სთ

IV წელი/თეორია -195 სთ:

ა) სასწავლო პროცესი - 124 სთ:

** ჰიპნოზი - 42 სთ (ნ. ვლასოვი)
** არტთერაპია - 40 ს (ე. ფილიპოვიჩი)
** ფსიქოდრამა - 42 სთ (მ. ბეგაშვილი)

ბ) ლიტერატურაზე მუშაობა - 71 სთ

** სუპერვიზია - 39 სთ
** პირადი თერაპია ( ინდივიდუალური და ჯგუფური ) - 70 სთ
** პრაქტიკა ფსიქო-სოციალურ სერვისებში - 100 სთ

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და წამყვანი - ნიკიტა ვლასოვი, კლინიკური ფსიქოლოგი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის NLP ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი.

ასევე კურსის წამყვანები:

მაია ბეგაშვილი - დენდრონის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპევტი, ნარკოლოგი, NLP-მასტერი, სერტიფიცირებული ტრენერი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი.

ეთერ ფილიპოვიჩი - მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, არტ-ქოუჩი, NLP-პრაქტიკა(საერთაშორისო სერთიფიკატი), ნევროლოგი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი.

ნინო კობახიძე - დენდრონის სასწავლო მიმართულებათა კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ფსიქოკორექტორი, სერტიფიცირებული ტრენერი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი.

ლელა არღვლიანი - ფსიქოლოგი, ფსიქოკორექტორი, სერტიფიცირებული ტრენერი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 0790 800 303; +995 598 505 898
ელ.ფოსტა: info@dendroni.ge | pps.dendroni@yahoo.com
მის: ცოტნე დადიანის ქ. N152



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი