Jobs.GE



დასახელება: მდივან-რეფერენტი
მომწოდებელი: ევროპიან ქონსტრაქშენ მათერიალს
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

კომპანია "ევროპიან ქონსტრაქშენ მათერიალს" აცხადებს ვაკანსიას მდივან-რეფერენტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართული მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი;
** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და გადამისამართება;
** თანამშრომელთა დროული უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
** ოფისის საკანცელარიო და სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** კორესპონდენციის მომზადება, შესაბამის ადრესატთან გაგზავნა;
** სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** საქმიანი მიმოწერისა და ზეპირი ურთიერთობისათვის ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook) პროგრამების კარგად ცოდნა;
** კომპანიის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ბაკალავრი
** ასაკი: 25-დან 43 წლამდე.
** სქესი: მდედრობითი.

სრული: განაკვეთი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაბელური
** პუნქტუალური, დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** აქტიური და მოტივირებული
** სწრაფი ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: infoegroup1@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 10 დეკემბრისა და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მდივან-რეფერენტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი