Jobs.GE



დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - რუსთავი
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს და დღესდღეისობით მოიცავს 20 სუპერმარკეტს. 2017-2018 წლიდან კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს მასტშაბით. სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" გთავაზობთ მყუდრო და კომფორტული გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანს, დაბალ იფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლაზე და განვითარებაზე. რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ქ.რუსთავში სუპერმარკეტებში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა ან 12 საათიანი
ანაზღაურება: 300 ლარიდან (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-35 წლამდე.
** სასიამოვნო გარეგნობა
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი" და თქვენი სახელი, გვარი ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: მცხეთა, სამხედროს ქ. 12.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი