Jobs.GE



დასახელება: მენეჯერი - რუსთავი
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს და დღესდღეისობით მოიცავს 20 სუპერმარკეტს. 2017-2018 წლიდან კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს მასტშაბით. სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" გთავაზობთ მყუდრო და კომფორტული გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანს, დაბალ იფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლაზე და განვითარებაზე. რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ქ. რუსთავში სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: დილის 09:00დან 18:00 მდე კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 600 ლარიდან (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-35 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის თანამდებობაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის მართვა და კონტროლი;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების კონტროლი და დავალებების შესრულება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** შეკვეთების მიღება და კონტროლი;
** დოკუმენტაციებთან მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელების მიერ დავალებების შესრულება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მენეჯერი" და თქვენი სახელი, გვარი, ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: მცხეთა, სამხედროს ქ. 12.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი