Jobs.GE



დასახელება: მარკეტერი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ

კომპანია "უნიფეი" აერთიანებს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის: "UniPay"-ის ელექტრონული საფულე (https://www.unipay.com), მატარებლის ბილეთების შესაძენი ვებ გვერდი და აპლიკაცია (http://www.matarebeli.ge), კინოს ბილეთების შესაძენი ვებ გვერდი (http://www.cinemax.ge), http://www.unicoin.io - სადაც შეგიძლიათ მიიღოთ, შეინახოთ ან გაგზავნოთ ბიტკოინები. ასევე, "უნიფეი" არის ონლაინ თამაშების პლატფორმების "XSOLLA"-ს და "STEAM"-ის (http://www.steam.ge | http://www.xsolla.ge | http://www.unigames.ge) ერთად-ერთი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ა.შ.

კომპანიაში იქმნება კრეატიული გუნდი. შესაბამისად, იძებნებიან კრეატიული, მარკეტინგში გათვიცნობიერებული, სხარტი და ორგანიზებული ადამიანები.

პოზიცია: მარკეტერი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად შეიმუშავოს სტრატეგია სხვადასხვა პროდუქტებისთვის; სოც. მედია მენეჯერთან და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად შეადგინოს სოც. მედიაში გასავრცელებელი ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა პროდუქტებისთვის; მონაწილეობა მიიღოს როგორც ციფრული, ისე აუთდორ კამპანიების მოფიქრებასა და განხორციელებაში; ჩაერთოს კომპანიის არსებული პროდუქტების განვითარებასა და ბრენდის ფორმირებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა შეეძლოს სტრატეგიულად სწორი, პროდუქტზე და მის სეგმენტზე მორგებული, კრეატიული იდეების გენერირება, რომლებიც სხვა მსგავის პროდუქტებისთვის შემუშავებული კამპანიებისა და კომუნიკაციებისაგან განსხვავებული იქნება. უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი პიროვნება, რომელსაც აქვს მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@unipay.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი